Skip to main content
Logo of EURAXESS
Georgian
Georgia

Accommodation

საცხოვრებელი ადგილი

საქართველოში საცხოვრებელი ადგილის ქირაობის ან შეძენის ბევრ შესაძლებლობას იძლევა უძრავი ქონების ბაზარი. ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობის გათვალისწინებით შეგიძლიათ იქირაოთ ბინა ან სახლი, დაბინავდეთ სასტუმროში ან ჰოსტელში, შეიძინოთ ბინა ან სახლი.

ყველაზე ხელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის დაქირავება, რაც მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ უძრავი ქონების სააგენტოს მეშვეობით. ასევე, შეგიძლიათ ბინა ან სახლი იქირაოთ უშუალოდ მესაკუთრისგან, სააგენტოებისაგან დამოუკიდებლად.

საცხოვრებლისქირისფასზეგავლენასახდენსრამდენიმეფაქტორი:

  • ქალაქი (დედაქალაქში ფასები უფრო მაღალია)
  • ქალაქის უბანი (ცენტრში უფრო ძვირია ვიდრე გარეუბანში)
  • ბინის/სახლის ფართი (საერთო ფართი, საძინებლების რაოდენობა და .)
  • ბინის/სახლის ტიპი (ახალი კორპუსი, ახალი/ძველი რემონტი და .)

თუ გსურთ, საქართველოში საცხოვრებელი ადგილი იქირაოთ ხანმოკლე ან ხანგრძლივი დროით, ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს.

 

საქართველოში ხანმოკლევიზიტისშემთხვევაშისასტუმროების/ჰოსტელებისა და მათი ფასების შესახებ ინფორმაციისთვის, ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ booking.com