Skip to main content
Logo of EURAXESS
Georgian
Georgia

Intellectual Property Rights (IPR)

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ’’ საერთაშორისო შეთანხმებასთან, რომელიც დაიდო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და მის წევრ ქვეყნებს შორის, და თავსებადია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

სხვადასხვა საგნებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების წარმოქმნა და აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები რეგულირდება 30-მდე კანონით, შინაგანაწესით და მრავალი სახელმძღვანელო პრინციპით.

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განსაზღვრაზე და უფლებების მინიჭებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი".

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: საქპატენტი