Georgian network

მოგესალმებათ EURAXESS საქართველოს ქსელი!

EURAXESS საქართველოს ქსელი მკვლევრებსა და მათ ოჯახებს უზრუნველყოფს ინფორმაციით და უწევს დახმარებას მობილობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. ამასთანავე, ის საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებსა და კვლევაზე ორიენტირებულ ინსტიტუციებს მოიზიდონ ტალანტები, პარტნიორები და აგრეთვე ფინანსური მხარდაჭერა. EURAXESS საქართველოს ქსელი შედგება ეროვნული წარმომადგენლობის, სერვის ცენტრისა და საკონტაქტო პირებისგან საქართველოს ექვს წამყვან უნივერსიტეტში.

ეროვნული წარმომადგენლობა და სერვის ცენტრი განთავსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ფონდი ახორციელებს ეროვნული და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების ადმინისტრირებას და აფინანსებს კვლევებს ურთიერთკონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით.

EURAXESS საქართველოს ქსელის ყველა სერვისი არის უფასო!

 

EURAXESS სერვის ცენტრი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო დეპარტამენტი

მისამართი: მერაბ ალექსიძის N2, თბილისი, 0193, საქართველო

ელ.ფოსტა: euraxess@rustaveli.org.ge