სამედიცინო მომსახურება
სამედიცინო სისტემა საქართველოში იმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
სამედიცინო სისტემა საქართველოში მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სამედიცინო დაწესებულებებს.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სერიოზულ გადაუდებელ შემთხვევას ან თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრება საფრთხე, უნდა დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე - 112.
112 არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების ნომერზე - 1-1-2 იღებს ზარებს მთელი საქართველოდან 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე. 112-ის ოპერატორი შემთხვევის შინაარსიდან გამომდინარე იღებს, ამუშავებს და აანალიზებს ზარებს და ამისამართებს შესაბამის სამსახურებთან. ეს სერვისებია:
- პოლიცია;
- სახანძრო/სამაშველო;
- სასწრაფო სამედიცინო.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ 112-ზე.
საქართველოში საავადმყოფოები და კლინიკები პაციენტებისათვის უზრუნველყოფენ სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს. თქვენი საჭიროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პირადი ექიმი ან სასწრაფო დახმარების სამსახური გადაგამისამართებთ შესაბამის კლინიკაში ან საავადმყოფოში. ამას გარდა, თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, თუ სად უნდა მიიღოთ სამედიცინო დახმარება ექიმის ან სასწრაფო დახმარების სამსახურის მითითების გარეშე.
კლინიკებისა და საავადმყოფოების სია.
საქართველოში ძირითადად კერძო სტომატოლოგიური კლინიკები ფუნქციონირებს, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მაღალხარისხიანი და პროფესიონალური მომსახურეობა.
საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით მინიმუმ ერთ აფთიაქს მაინც. ძირითადად, აფთიაქები საქართველოში მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. აფთიაქებში იყიდება საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული მედიკამენტები, ისევე როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პროდუქტები. ზოგიერთი მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე.
ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელების სია: