recognition of qualification

დიპლომის აღიარება

თუ გსურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება ან კვლევა, თქვენი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს აღიარებული ან დიპლომთან გათანაბრებული საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის დაწესებულება, რომელიც ადასტურებს საზღვარგარეთის ინსტიტუტის მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ავთენტურობას და ამ დოკუმენტში მოცემული კვალიფიკაციისა და მიღწევების შესაბამისობას საქართველოში აღიარებულ კვალიფიკაციასთან.

 

საქართველოში არსებობს განათლების აღიარების შემდეგი ტიპები:

  • საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების აღიარება პირებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოში კარიერის გაგრძელება. გაიგეთ მეტი
  • განათლების აღიარება ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ვერ ადასტურებს საკუთარ განათლებასა და კვალიფიკაციას, ვინაიდან ინსტიტუტი, რომელშიც ისინი სწავლობდნენ, არის ლიკვიდირებული ან შეწყვეტილი აქვს საქმიანობა. გაიგეთ მეტი
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარება. გაიგეთ მეტი

 

საქართველო აღიარებს ყველა იმ უნივერსიტეტს, რომელიც თავის მხრივ, აღიარებულია მათი ეროვნული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ აქ.

მეტი ინფორმაცია განათლების აღიარება