ყოველდღიური ცხოვრება

აქ გაეცნობით საქართველოში ყოველდღიური ცხოვრებისთვის გამოსადეგ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, თუ საცხოვრებლად გადმოსვლას გადაწყვეტთ.

ტრანსპორტი

ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ტაქსი, რადგან მათი გაჩერება შეიძლება თითქმის ყველგან. როგორც წესი, ტაქსები მგზავრებს ელოდებიან აეროპორტების, რკინიგზისა და ავტობუსის სადგურების, დიდი სასტუმროების და სხვა მსგავსი ადგილების წინ.

 

ტაქსი შეგიძლიათ გააჩეროთ პირდაპირ ქუჩაში, გამოიძახოთ ტელეფონზე დარეკვით ან მობილური აპლიკაციით.

 

საქართველოში მოქმედებს ტაქსების რამდენიმე კომპანია:

 

 

 

კომუნიკაცია

საქართველოში ფუნქციონირებს სამი მთავარი მობილური და ინტერნეტ სერვისების მომწოდებელი კომპანია: მაგთი, ჯეოსელი (სილქნეტი) და ბილაინი.

თბილისს აქვს უფასო უკაბელო ინტერნეტი “Tbilisi Loves You,” რომელიც ხელმისაწვდომია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის ყველა ცენტრალურ უბანში.

 

 

 

საჯარო და ელექტრონული სერვისები

სახელმწიფოსთან ურთიერთობა და საჯარო სერვისებზე წვდომა საქართველოში ძალიან მარტივია. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სერვისის მისაღებად ეწვიეთ:

 

საბანკო მომსახურება და ვალუტა

საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი.

  • ვალუტის კურსი შეგიძლიათ შეამოწმოთ საქართველოს ეროვნული ბანკის National Bank of Georgia

ვალუტის გადაცლა შესაძლებელია ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, რომლებიც მრავლადაა აეროპორტებში, ქალაქის ცენტრებსა და სადგურებზე. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ასევე, ხელმისაწვდომია ბანკომატები.

 

გადაუდებელი დახმარება

უბედური შემთხვევის, საფრთხის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უნდა დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ცენტრში - 112 (ნომერი 1-1-2) ოპერატორი, ზარის მიზეზის შესაბამისად, გადაგამისამართებთ შესაბამის სამსახურთან:

  • პოლიცია;
  • სახანძრო/სამაშველო სამსახური;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

112 გადაუდებელი დახმარების შესახებ ზარებს იღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. ზარი უფასოა და დარეკვა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ტელეფონი ორმხრივადაა გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ-ბარათი.