banking georgia

საბანკო სისტემა

ვალუტა

საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი, რომელიც დაბეჭდილია 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 ლარიან ბანკნოტებზე. ასევე ხელმისაწვდომია 1 და 2 ლარიანი მონეტები. 1 ლარი შეადგენს 100 თეთრს. არსებობს 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრიანი მონეტები.

ტერმინი ლარი და თეთრი მომდინარეობს ძველი ქართულიდან. ლარი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას. თეთრიც ძველი ქართული ფულის აღმნიშვნელი სიტყვაა და გამოიყენება XIII საუკუნიდან.

  • ვალუტის კურსი შეგიძლიათ შეამოწმოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე

 

ბანკები

საქართველოში არის ბევრი ბანკი და ვალუტის გადამცვლელი ჯიხური. ისინი მრავლადაა აეროპორტებში, ქალაქის ცენტრებსა და სადგურებში. ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია აგრეთვე ბანკომატის აპარატები. აღსანისნავია, რომ კვირის დღეებში ბანკები მუშაობენ 10:00-დან 17:30 სთ-მდე, ხოლო შაბათ-კვირას - 10:00-დან 14:00 სთ-მდე. ბანკის ზოგიერთი ფილიალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საბანკო პოლიტიკასა და უფლებამოსილია გამოუშვას ფულის ნიშნები. საქართველოში ფუნქციონირებს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო ბანკი.

 

ბარათით გადახდა

საქართველოში ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის ბარათებს: Visa-card, MasterCard, American Express, ამასთანავე სხვადასხვა ადგილობრივ და უკონტაქტო ბარათებს, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელია ბევრგან. უკონტაქტო ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო და კვების ობიექტებში, აფთიაქებში და ა.შ. საქართველოში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე დისტანციური მომსახურება, მობილური და ინტერნეტ ბანკი.