საქართველოს შესახებ

 

საქართველო მდებარეობს კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გასაყარზე. მას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთით - თურქეთი და სომხეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი. საქართველოს ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა - 3.7 მილიონს.

 

დედაქალაქი

საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.

მოსახლეობა: 1.1 მილიონი

 

 

ენა

საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ლაპარაკობს ინგლისურად და რუსულად.

 

 

ვალუტა

ლარი

 

 

დრო

+ 4 სთ. GMT (ზამთრის დრო), + 3 სთ. GMT (ზაფხულის დრო)

 

 

კლიმატი

საქართველოში გვხვდება მრავალფეროვანი კლიმატური ზონები. დასავლეთ საქართველოში დომინირებს სუბტროპიკული ჰავა, მაღალი ტენიანობითა და უხვი ნალექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი გვხვდება უფრო კონტინენტური და მშრალი ჰავა. ზაფხულში ტემპერატურა მერყეობს 20°- 24° გრადუსის ფარგლებში, ხოლო ზამთარში - 2°- 4° გრადუსამდე.

 

 

აეროპორტები

  • შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 25 კმ. თბილისის ცენტრიდან
  • დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 25 კმ. ქუთაისის ცენტრიდან
  • ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 10 კმ. ბათუმის ცენტრიდან

 

 

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

 

საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა აფხაზური. მსოფლიოს მასშტაბით ქართულად საუბრობს დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი.

ქართულ ენას საკუთარი უძველესი დამწერლობა აქვს. ქართული ანბანი არის მსოფლიოში უნიკალური ანბანური სისტემა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ქართული ენისათვის. ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური განვლო: ასომთავრული ანუ მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული. თანამედროვე ქართული დამწერლობა იყენებს ანბანის მხედრულ სახეობას.

 

ქართული ანბანისა და ენის ისტორია

მხედრული ანბანი, რომლითაც იწერება თანამედროვე ქართული, განვითარდა ნუსხური დამწერლობისგან, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ასომთავრულს (მრგვალი ფორმის ასოები). თანამედროვე ქართული ანბანი, იგივე მხედრული, შედგება 33 ასოსგან, რომელთაგან 28 არის თანხმოვანი, ხოლო 5 - ხმოვანი.

ასომთავრული წარწერები, რომლებიც აღმოჩენილია პალესტინაში, ბეთლემის თეოდორე ტირონის მონასტერში ახ. წ. 430-532 წლებით დათარიღებული და აგრეთვე ბოლნისის სიონის კედლებზე ახ. წ. 492-493 წლებით დათარიღებული, მიიჩნევა ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებად. 1990 და 2000-2003 წლებში ნეკრესის მონასტრის (კახეთი) არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ქართული დამწერლობა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე გაცილებით უფრო ადრე შეიქმნა. გათხრების შედეგად აღმოჩენილ წარმართულ ტაძარში ნაპოვნ კერამიკის ღვინის ჭურჭელსა და საწურზე დატანილი წარწერები თარიღდება ახ. წ. I და II საუკუნეებით.

ქართული ენის ისტორია იყოფა ორ პერიოდად - ძველი პერიოდი (არქაული ხანიდან გვიან XI საუკუნემდე), რომელიც გამოირჩევა რიგი ფონეტიკური, მორფოლოგიური და ლექსიკური განსხვავებებითა და ცვალებადობით, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენა წარმოადგენს ენობრივ ნორმათა მკაცრად დაცულ სისტემას. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა.

 

ქართული, როგორც უცხო ენა

თუ ხართ დაინტერესებული შეისწავლოთ ქართული ენა ან გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარები, ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ვებ-გვერდს:

 

ისწავლე ქართული საქართველოში

 

საქართველოში შეხვდებით ქართული ენის სხვადასხვა კურსს. მიუხედავად იმისა, დამწყები ხართ თუ უბრალოდ გსურთ ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება თქვენ შეძლებთ სასურველი კურსის პოვნას.

 

სასარგებლო ბმული:

 

 

საქართველო არის უძველესი ქვეყანა აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის გასაყარზე, სადაც ათასწლეულების მანძილზე ერთმანეთს ერწყმოდა ევროპული და აზიური ცხოვრების წესი და ტრადიციები. ის არის მრავალფეროვანი კულტურის, მდიდარი ისტორიისა და უნიკალური არტეფაქტების ქვეყანა.

ქართული მონუმენტური არქიტექტურა, მსოფლიოში ცნობილი პოლიფონიური სიმღერა და ტრადიციული მუსიკა, ხელნაწერი წიგნები, მდიდარი სასულიერო და საერო ლიტერატურა, ფერადოვანი ხალხური ცეკვები და ბალეტი, თეატრი, კინო, ჭედური ხელოვნება, ლითონის ნაკეთობები, მხატვრობა - ყველაფერი ეს ატარებს უძველესი კულტურის ნიშნებს.

 

გასტრონომია

არაფერი ისე არ მეტყველებს ქვეყნის ხასიათსა და კულტურაზე, როგორც მისი სამზარეულო.

ქართული ნაციონალური კერძები მათი მრავალფეროვნებისა და გემოს თვალსაზრისით არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. საქართველოს თითოეულ ისტორიულ მხარეს აქვს საკუთარი, მისთვის დამახასიათებელი კულინარიული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. განსაკუთრებით გამორჩეული და უნიკალურია იმერული, მეგრული და კახური სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ ხორცეულს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში, ასევე დიდი ყურადღება ექცევა ადგილობრივად წარმოებულ ხილსა და ბოსტნეულს.

ტრადიციულ ქართულ შეკრებას გაწყობილ მაგიდასთან ჰქვია „სუფრა“, რომელიც ქართული სოციალური კულტურის გამომხატველია. იგი აერთიანებს ეროვნულ სამზარეულოს, მრავალფეროვან ქართულ ღვინოსა და ქართული სუფრის ხელმძღვანელს - „თამადას.“

 

სასარგებლო ბმულები:

რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს

საქართველოს კულტურული მარშუტები

ეკოტურიზმი საქართველოში

ეძებთ ადგილობრივ ტურებს ან ტურისტულ სააგენტოებს?

გსურთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება?

 

  • 1 - 2 იანვარი - ახალი წელი
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - ეროვნული ერთიანობის დღე
  • სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, აღდგომის ორშაბათი
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
  • 28 აგვისტო - მარიამობა
  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა