visa georgia

ბინადრობის უფლება

 

ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს. ბინადრობის ნებართვისთვის განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. მეტი ინფორმაცია ბინადრობის უფლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე, რომელიც ცნობილია „ერთი ფანჯრის“ პრინციპის სერვისით.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ქვეყანაში მყოფი უცხოელი განცხადებას წარმოადგენს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ფილიალში. ხოლო სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს უფლება აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების შევსების საშუალებით.

 

ბინადრობის მოწმობა

ბინადრობის მოწმობის მიღება

ნებისმიერი პირი, რომელსაც უკვე მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, მოიპოვებს ბინადრობის მოწმობასა და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციას იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში საქართველოში ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში. მეტი ინფორმაცია მისამართის რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.

ბინადრობის მოწმობა არის ორი ტიპის: მუდმივი და დროებითი.

მუდმივი ბინადრობის მოწმობის ასაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • სააგენტოს დასკვნა მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან/და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;
  • ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • რეგისტრაციის საფუძველი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა და სხვ.);
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი