საპენსიო უფლებები

საქართველოს ხანდაზმული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური უფლებები გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და დაცულია საქართველოს კანონით სახელწიფო პენსიის შესახებ.

ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს და ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად წესებს.

პენსიის მიღება შეუძლიათ:

ა) საქართველოს მოქალაქეებს;

ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;

გ)უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში.

საქართველოში მოქმედებს დაგროვებითი საპენსიო სისტემა. საქართველოში ლეგალურად დასაქმებული 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა ამ სისტემაში ჩართვა, ხოლო თვითდასაქმებული და 40 წელს გადაცელილი პირებისთვის - ნებაყოფლობითი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე