Skip to main content
Logo of EURAXESS
Georgia

საინფორმაციო დღე - ევროპის სამეზობლო ქვეყნების მკვლევართათვის “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ევროპული ასოციაცია - COST“-ის პროგრამების შესახებ

საინფორმაციო დღე - ევროპის სამეზობლო ქვეყნების მკვლევართათვის “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ევროპული ასოციაცია - COST“-ის პროგრამების შესახებ

დაწყების დრო: 11.03.2021 - 10:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით)

დასრულების დრო: 11.03.2021 - 12:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით)

ღონისძიების ტიპი: : საინფორმაციო დღე

ორგანიზატორი: COST-ის ასოციაცია

 

11 მარტს გაიმართება ვირტუალური საინფორმაციო დღე - ევროპის სამეზობლო ქვეყნების მკვლევართათვის “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ევროპული ასოციაცია - COST“ - ის პროგრამების შესახებ.

მკვლევრებსა და ინოვატორებს ღონისძიებაზე მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობებზე. COST-ის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

ორსაათიანი ღონისძიება მიზნად ისახავს COST-ის პროგრამისა და მის აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

მომხსენებლები ყურადღებას გაამხვილებენ COST-ის აქტივობებში წარმატებული მონაწილეობისთვის საჭირო პრაქტიკულ ინფორმაციაზე.

პროგრამა:

  • მისალმება, COST- ის ასოციაცია
  • COST პროგრამის მიმოხილვა, COST- ის ასოციაცია
  • COST- საერთაშორისო თანმშრომლობის საშუალება, COST- ის ასოციაცია
  • რა არის COST აქტივობა და როგორ ჩავერთოთ მასში? COST- ის ასოციაცია
  • COST- ის აქტივობებში მონაწილეობის სარგებელი, COST- ის აქტივობების მონაწილეები ევროპის სამეზობლო ქვეყნებიდან
  • კითხვა-პასუხის სესია

საინფორმაციო დღეზე დასასწრებად გამოიყენეთ ზუმის ბმული: : https://cost-eu.zoom.us/j/82770337134